რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
პროტესტის მე-9 დღე 7 დეკემბერს, დილის ხუთი საათისთვის იპოდრომთან დასრულდა.
აქციის მონაწილეები, რომლებმაც დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე დაიწყეს და შსს-ის სპეცრაზმთან, წყლის ჭავლთან, ცრემლსადენ გაზთან და წიწაკის სპრეისთან მოუწიათ დაპირისპირება, საბოლოოდ თამარაშვილის გამზირზე, იპოდრომთან დაიშალნენ.
აქციის დაშლისას ძალაობრივად დააკავეს რამდენიმე პირი. არიან დაშავებულები.
დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა. გამთენიისას გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის ცნობით, სანაპიროზე გაჩერდა სამი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილი, საიდანაც გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.
ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა გააგრძელეს და საბოლოდ იპოდრომთან დაიშალნენ.