პეტერ ფიშერი - ვულოცავთ ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს, გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას, გაგიმარჯოს საქართველო

პეტერ ფიშერი

 საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში. ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო!”, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.