პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დოლიძის 27 ნომერში მკვლელობას ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული, კაცის გურამ ქადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეშია აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზეა.
„პაციენტი შემოიყვანეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა საფეთქელ-თხემის არეში, გადავიყვანეთ საოპერაციოში, სადაც ჩაუტარდა ნეიროქირურგიული გადაუდებელი ოპერაცია“, - ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის ნეიროქირურგი მედიასთან საუბრისას.
ადგილობრივები მკვლელობის მოტივის ორ ვერსიაზე საუბრობენ.
„ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ-ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.
ასევე დაგაინტერესებთ:
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944