ოქტომბრის თვეში დაძაბული პერიოდი იქნება და ეს უნდა გაითვალისწინოთ - მიხეილ ცაგარელის რჩევები

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, რომ შემოდგომის შუა პერიოდი, ოქტომბრის თვე, საკმაოდ არასტაბილური და ცოტა რთული გასავლელი აღმოჩნდება. 

 ,,ოქტომბრის თვის პირველი და მეორე დეკადა, განსაკუთრებით  14 რიცხვამდე, უკიდურესად დაძაბული და დისჰარმონიული პერიოდია. ეს დაკავშირებულია დედამიწის ბიოსფეროს უარყოფით მდგომარეობასთან და მთელ რიგ კოსმოპლანეტარულ ასპექტებთან. 

გეტყვით, რომ საქმიანი მივლინებები, გრძელვადიანი მოგზაურობები და ხელშეკრულებების გაფორმება 14 რიცხვამდე პერიოდში წარუმატებელი იქნება. საქმიანი ადამიანები, რომლებიც იგრძნობენ ამ კოსმოპლანეტარულ სიტუაციებს, უარს იტყვიან კონტრაქტების დადებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე. ასეთი თანავარსკვლავედებით რთულია აღმოცენებული კონფლიქტების მოგვარება ან ახალი პროექტების დაწყება, რადგან ისინი არაპერსპექტიული აღმოჩნდება. 14 ოქტომბრიდან სასწორის ნიშანში პლანეტა ვენერას ტრანზიტის დაწყებით დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა გაუმჯობესდება. 19 ოქტომბრიდან დედამიწა ჰარმონიული გავლენის ზონაში შევა. ამიტომ, ჯობია მოგზაურობები და საქმეები მესამე დეკადისთვის დაიგეგმოს",-ამბობს ასტროლოგი.