„ნეტავ, ერთმანეთთან ჯიბრს მოვრჩებოდეთ...“ - რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე

მსახიობი, რუსკა ქარქაშაძე, სოციალურ ქსელში ახალ iphone-თან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

„რუბრიკა: ჩემი აზრით! ახალი Iphone 17 შემოვიდა საქართველოში და ერთმა Reseller (გადამყიდველი) კომპანიამ - 15 000 ლარიო. უნდა გადაიხადოთ 15 000, თუ გინდათ, რომ დღესვე გქონდეთ, თორემ ერთ თვეში 4 700 ლარი ეღირება და მერე ხომ არ შეიძენთო?!

ოღონდ, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება ასე.

რეალურად, ეს ტელეფონის ფასი კი არ არის, არამედ, ვის უფრო პირველს ექნება და ვინ უფრო პირველი დადებს სთორის ამ ტელეფონით, მაგის შეჯიბრებაა. 

მაქსიმუმ 2 თვეში, საბოლოოდ, ვისაც შეძენა უნდა, ყველა შეიძენს. ვინც 15 000 გადაიხადა და ვინც 4 500-ს გადაიხდის - ორივეს ერთნაირი სმარტფონი ექნება, უბრალოდ, ვიღაც ადრე "გასთორავს". ეს პირველად არ ხდება, ყოველ წელს ასეთი გათვლა აქვთ კომპანიებს, რაც ნიშნავს, რომ მყიდველები არსებობენ. სასაცილოა თუ სატირალი, თუ ორივე ერთად, ვერ გაიგებ.

ნეტავ, ერთმანეთთან ჯიბრს მოვრჩებოდეთ და მერე ვეღარც გაგვიბედავდნენ კომპანიები ამ მარაზმს", - წერს სოციალურ ქსელში რუსკა ქარქაშაძე და მსოფლიოში ახალ "აიფონთან" დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება.