პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:36-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალობის ობიექტური შეფასებით.
არ ღირს ფუჭი დაპირებების გაცემა.
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა, აგრესიის, გაღიზიანების გამოვლენა და პარტნიორისთვის უმიზეზოდ ცილის წამება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, აუქციონებისა და გამოფენების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. მიირთვით ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი, გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, საფირონი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შესაძლებლობების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და თხის რქას.