ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქუჩაზე, თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400 აღსაზრდელს მოემსახურება.
„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. ეს არის N43 საბავშვო ბაღი, რომლის ძველი შენობის დემონტაჟი განვახორციელეთ და ახალი პროექტი დავიწყეთ. აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები დროებით სხვა ბაღში გადავიყვანეთ. მომავალი წლისთვის პროექტი დასრულებული იქნება და პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, ბაღის ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საბავშვო ბაღი იყოს მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, განახლებული; იყოს სისუფთავე, გამართული ინფრასტრუქტურა და ყველანაირი პირობა პატარებისთვის. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გასულ წლებში 15 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდა, მათ ადგილას კი ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მივცეთ სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომავალში კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება.