თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ახობაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1754495156
დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
"მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 14:00 საათიდან დღის ბოლომდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - აღნიშნულია თბილსის მერიის განცხადებაში.