მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურის ფარგლებში იმყოფება.  

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული  უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას.  

კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული  გაეცნობა  ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს,  შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. 
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს,  მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.