მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი საქართველოშია

ჯეიმი ოლივერი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფ მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოშია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეული გასტრო ტურიზმის პოპულარიზაციაში ჩაერთო. ის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვია.

ჯეიმი ოლივერი მაყურებლებსა და ინტერნეტ მომხმარებლებს ქართული კერძების რეცეპტებს გააცნობს.

საქართველოს კულინარიული ტურიზმის შესახებ ვიდეო კლიპებს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იხილავს