პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოწმენდილ ცაზე ვეშაპმა როგორ გაგიმეტა გასანადგურებლად ვერი, შენი სილამაზის მაინც არ შერცხვა? ღმერთო ეს რა გავიგე - ამის შესახებ დოლიძის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილის, ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების მეგობარი სოციალურ ქსელში წერს.
„ვერიკო, როგორ არ მინდა დავიჯერო შენი ასეთი სასტიკი მკვლელობის ამბავი, ვერო,შენს მონატრებულ დედასთან ერთად ვერო? როგორ ეს როგორ? გუშინ წინ იმდენი საათი ვილაპარაკეთ ვერი, ერთი სიტყვით არ წამოგცდენია, რომ შენ რამე პრობლემა გქონდა ვერო. მოწმენდილ ცაზე ვეშაპმა როგორ გაგიმეტა გასანადგურებლად ვერი, შენი სილამაზის მაინც არ შერცხვა? ღმერთო ეს რა გავიგე“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცმა, ყოფილ მეუღლეს და ყოფილ სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორივე მოკლა. მოგვიანებით კი, იმავე იარაღით თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი გურამ ქადეიშვილია, მოკლული დედა–შვილი კი ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილები იყვნენ.
დოლიძის 27 ნომერში მომხდარ მკვლელობას, არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: