ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
მოსკოვის ბიზნეს ცენტრში მდებარე „ვითიბი ბანკის“ თანამშრომლები უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა thebell ავრცელებს.
წყაროები იუწყებიან, რომ ბიზნეს ცენტრში მდებარე „ვითიბი ბანკის“ ოფისში თანამშრომელთა მხოლოდ 20%-ი დარჩება. ეს შეზღუდვა ორი კვირა იმოქმედებს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ბანკის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა წლის ბოლომდე მოუწიოთ.
ბანკში ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, 15 ივლისს ღამე დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ხუთ რეგიონზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ შეძლეს 55 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ბელგოროდის, ვორონეჟის, ლიპეცკის, როსტოვისა და კურსკის ოლქებში.
დრონების თავდასხმის შედეგად, ვორონეჟის ხელისუფლება 16 დაჭრილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათგან 13 ჰოსპიტალიზებულია. ერთი ადამიანი კომაშია. სულ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 30 ადამიანმა მიმართა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დრონი მრავალსართულიანი სახლს შეეჯახა, ხოლო მისი ნანგრევები ახლოს მდებარე საბავშვო ბაღის შენობას დაეცა.
ლიპეცკში დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიჭრა. ამასთან, თვითმხილველები იუწყებიან, რომ ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც აკუმულატორებს და უპილოტოებს აწარმოებს, ხანძარი იყო.
თავის მხრივ, რუსეთმა 15 ივლისს ღამე იერიში მიიტანა უკრაინის სუმის და ხარკოვის ოლქებზე. დაშავდა ორი ადამიანი. ოთხმა ადამიანმა მიიღო დაზიანება რუსეთის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დონეცკის ოლქში.