„მოსალოდნელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები“ - ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ძლიერი წვიმა და მეწყერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

„25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.