„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა...“ - ამინდი უარესდება

ძლიერი ქარი და წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამინდი უარესდება. 

14 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).