მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

წვიმა

მეტეოროლოგო კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი 2 დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„2 და 3 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია, ძირითადად დასავლეთში, ამინდის მკვეთრი გაუარესება - ძლიერი წვიმა და ელჭექი (61-85 კგ/მ2/12 სთ). ფრთხილად უნდა იყოთ ისეთ უარყოფით შედეგებთან მიმართებაში, როგორიცაა უეცარი წყალდიდობა, ზღვაზე შტორმი, ასევე ელჭექი, მეწყერი, ადგილობრივი სეტყვა, მოკლევადიანი ქარიშხალი და ტრანსპორტის შეფერხებები. გისურვებთ მშვიდობიან დღეებს.“ - წერს მეტეოროლოგი.