“მჯერა, ახლაც ასე გყავს ჩაკრული გულში დედასავით… მძულს 7 რიცხვი, დრო როდესაც შეწყვიტეს ჩემმა ანგელოზებმა არსებობა…” - რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

ნო

ბაღდათში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რობაქიძეების ოჯახის წევრების დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

"როგორი ძნელი არა შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი...სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები მჯერა ახლაც ასე გყავს ჩაკრული გულში დედასავით....მჯერა რომ ისევ ერთად ხართ...და კარგად ხართ.....ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას ეს ის ტკივილია ვერაფერს რომ ვერ შეადარებ....უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით.....შეხვედრამდე ჩემო ანგელოზებო......

7 რიცხვი არასოდეს მიყვარდა ეხლა მძულს და მეზიზღება ეს დროც...დრო როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა...დრო რომელმაც ჩემი ფერადი და ბედნიერი ცხოვრება შეცვალა.....დრო როცა გაჩერდა ყველაფერი ....დრო როცა დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი გაუფერულდა გაშავდა ირგვლივ სამყარო....დრო როცა დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ აზრი.....დრო როცა ჩამოიქცა და დაიმხო ყველაფერი....თქვენ იყავით ჩემი ყველაფერი დედი უთქვენოდ კი......მძულს და მეზიზღება სამყარო რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა...",-წერს მადონა.