1744059571
მეუფე იაკობი: უნდა მივხვდეთ ქართველები, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება. სულელების როლში ნუ გამოვალთ და ვიღაცების სათამაშოები ნუ გავხდებით

ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, გადახედონ, როგორ არიან ეს ქვეყნები. ჩვენ არ ვართ შურის მაძიებლები, ღმერთია შურის მაძიებელი და ღმერთს უფრთხოდნენ. შეეშვან ღმერთის ერს, ახალ ისრაელს, - განაცხადა მეუფე იაკობმა ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ.
მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
„უნდა მივხვდეთ ქართველები, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება. სულელების როლში ნუ გამოვალთ და ვიღაცების სათამაშოები ნუ გავხდებით. დღევანდელი სიტუაცია მახსენებს მეოცე საუკუნის დასაწყისის სიტუაციას, როდესაც იყო მეთერთმეტე არმია, იყო ფილიპე მახარაძეები, სერგო ორჯონიკიძეები და სხვები. მახსენებენ უცხოელები თუ ჩვენები - ზოგი ტროცკის, ზოგი სტალინს, ზოგი ხრუშჩოვს და ზოგი უღმრთოთა კავშირს და ჰგონიათ, რომ საქართველოსთვის რამეს აკეთებენ? რისთვის იბრძვიან? იბრძვიან იმისთვის, რომ ვიზა არ გვქონდეს, მერე, რომ იმაზე იჩხუბონ, რატომ არ გვაქვს, აი, წაგვართვეს ვიზაო. ძველად თუ რუსები მონობა უნდოდათ დღეს კიდევ... ჩვენ არავის მონობა არ გვინდა, ჩვენ ქრისტეს ერი ვართ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.