პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამაშველო სამსახურების მიერ შოვში, სტიქიის ზონაში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო.
ქარსელაძის თქმით, წაღებული ხიდი მდინარიდან ამოიღეს თუმცა მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელი იყო და ამიტომ ახალ დროებით ხიდს ამონტაჟებენ.
„მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო, მდინარემ წაიღო და შესაბამისად ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას, შესაბამისად ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი.” – განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში მომუშავე ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და შედეგად უფრო დიდ არეალზე ხორციელდება სამუშაოები.
ასევე ნახეთ:
ამ შთამბეჭდავი კადრის უკვდავყოფა, 12 წლის მარიამმა, პლასტელინით შეძლო