„მე სულ დაგელოდები სამუდამოდ და უსასრულოდ უტი...“ - მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე

უტა ელიავა

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.

ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, რომელსაც ოჯახი ადასტურებს.

რაც შე­ე­ხება მეორე ცხედარს, უცნობია ის გიორგი შამუგიას ეკუთვნის თუ მესამე პირს, რომელიც მათთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა.

მესამე დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.

ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

„მე სულ დაგელოდები სამუდამოდ და უსასრულოდ უტი“-წერს სოციალურ ქსელში მდინარე მტკვარში ნაპოვნი ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის უტა ელი­ა­ვას მეუღლე გვანცა გოროზია.