„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს. მათესა და მარკოზის წმინდა სახარებების თანახმად, იოანე უდაბნოში ცხოვრობდა, ადამიანთა ბიწიერებას ამხელდა და მათ სინანულისკენ მოუწოდებდა. იოანე ნათლისმცემელმა მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და უფალი იესო ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.