1692302192
„მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც 5-მდე ძაღლი თავს დაესხა...“ - ბათუმში დაკბენილი ბავშვის მშობელი

ბათუმში, 5-მდე ძაღლი ბავშვი თავს დაესხა და დაკბინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, TV25-ი ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს, თამარის დასახლებაში მოხდა.
მშობელი ჰყვება, რომ ბავშვი მასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა. მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ კი მოზარდი მანქანისკენ წავიდა, რა დროსაც მას თავს 5 ძაღლი დაესხა და დაკბინა.
მოზარდს ნაკბენები სახის არესა და ფეხზე აღენიშნება.
„რატომ ვერ უნდა შევძლოთ მშვიდად გასეირნება ჩვენი ქალაქის ქუჩებში? გახსენით თავშესაფარი და წაიყვანეთ ეს ძაღლები იქ“, - ამბობს მოზარდის მშობელი.