ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ

ნათლისღება

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა ჩატარდება. წირვის დასრულებამდე წყალკურთხევის წესი შესრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ

„უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა“.

„აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი“.

ასევე ნახეთ:

„კალმით ნახატია“ - ნანუკა გულუა პატარა იკას უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებს

„ცას ვწვდები სიამაყით! მადლობა უფალს ასეთი რეალობისათვის“ - ირაკლი ნოზაძე გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს

„96 ტყვია ესროლა...“ - ხმაურიანი, ახალი დეტალები „ბერძნული მაფიის ბოსის“ მკვლელობის საქმეში, დაკავებულია ორი ქართველი