ირანულმა რაკეტამ ბენ გურიონის უნივერსიტეტის ექვსი კვლევითი ლაბორატორია გაანადგურა, ცხრა კი დააზიანა
1750863282
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარშრუტზე — ლომისმთაზე, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 375 000 ლარს შეადგენს, - ინფორმაცის დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 000 მეტრ სიმაღლეზე, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეკოტურისტული კოტეჯი, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.
ლომისმთის მარშრუტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ბილიკი დაახლოებით 15 კილომეტრს მოიცავს და ვიზიტორებს პანორამული ხედებითა და მრავალფეროვანი ბუნებით ხიბლავს.
ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს ვიზიტორების კომფორტულ და უსაფრთხო მოგზაურობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.