„ლოდად უნდა იქცე, ამ ტკივილს რომ გაუძლო..." - გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი

გლოვა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის, ემიგრანტი შვილი.... 21 წლის გიო ჯანელიძე.

ათენში ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ...  დედა-შვილი, ორივე ემიგრაციაში იმყოფებოდა.. მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო გიო.

გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.ცდილობენ, გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი. თამილა მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე, ამ ტკივილს რომ გაუძლო... ახლა საერთოდ ყველა გავიყინეთ“ - წერს სიხარულიძე.