პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფეისბუკ-გვერდი საქართველოს თავდაცვა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას და აგვისტოს ომის კიდევ ერთ გმირს გვაცნობს. გელა მებაღიშვილი დაჭრილის გამოსაყვანად მიდიოდა, რა დროსაც ის ნაღმზე აფეთქდა. მანამდე მან თავის 14 წლის შვილს ტელეფონით ლექსი წაუკითხა:
”როცა მოვკვდები და აღარ ვიქნები,
რად მინდა თქვენი ვარდი და ია,
ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ,
ჩემი მოკლული რუსების სია” – ეს ლექსი გელა მებაღიშვილმა თავის 14 წლის ბიჭუნას ტელეფონით წაუკითხა 10 აგვისტოს, გამთენიისას…
გელა მებაღიშვილი ვაზიანში, 41-ე ბატალიონის მესამე ასეულის სერჟანტად მსახურობდა… 2008 წელს, დაჭრილის გამოსაყვანად რომ შესულან, გელას ექიმისთვის უთქვამს, შენ იქით წადი, მე აქეთ წავალო. ექიმი საითაც წავიდა, იქით არ იყო ნაღმი, საითაც გელა წავიდა, იქ იყო ნაღმი და გელა აფეთქდა…
თვითონ ექიმიც საშინლად დაიჭრა, ხორცები ჰქონდა დაგლეჯილი. იმ ექიმმა ნახა გელა გარდაცვლილი, ერთადერთი ის იყო, ვინც ნახა, რომ ნაღმზე აფეთქდა… ექიმმა ვერ გამოიყვანა გელა, თვითონ დაჭრილი და განადგურებული იყო, ან როგორ გამოაღწია…
გელა ყვარელში, სოფელ გავაზში დაიბადა და გაიზარდა, მისდევდა სპორტს, მოჭიდავე იყო, ძიუდოისტი, საქართველოს ჩემპიონიც ყოფილა,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.