ლელა კაკულია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

მკ

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, სრულიად საქართველოს აღდგომას ულოცავს. 

"ქრისტე აღდგა, საქართველო!

აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს ხალხს. 
სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ, ქართველებო. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა გალაღებულნი, თავისუფალნი, ძლიერნი და ბედნიერნი.  და დაესწრებით კიდეც.

იმედი არ გადაიწუროთ, სასოწარკვეთას არ მიეცეთ! მალე დასრულდება ყველაფერი ცუდი, რაც საქართველოს თავს ტრიალებს და შვებით ამოისუნთქებთ.  
ბოროტმა ვერ შეძლო, ავბედითი წრე გაეხსნა და რამე დაეკლო ჩვენი სამშობლოსთვის; ვერც  შეძლებს! 
‼️გახსოვდეთ: ეს ქვეყანა მარადიულია და უკვდავი. ჩვენ ისეთი კოლოსალური ენერგია გვიცავს, დედამიწაზე ერთი ქვეყანაც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება; ერთი ადამიანიც რომ დარჩეს - ქართველი იქნება!
ეს სრული სიმართლეა, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა.

სიყვარულით, თქვენი ლელა კაკულია ❤️