„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ბოლო წლებში ბლოკჩეინისა და კრიპტო ინდუსტრიის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით და გამონაკლისი არც საქართველოა. კრიპტო ინდუსტრიამ უდიდესი გავლენა იქონია ამ დრომდე არსებული ფინანსური სისტემების გარდაქმნას და მოდერნიზებაზე. კრიპტოს პოტენციალიდან გამომდინარე, საქართველო, დღესდღეობით, არაერთ ნაბიჯს დგამს, რომ საზოგადოებაში კრიპტოს მიმღებლობა გაზარდოს. მიმღებლობის გასაზრდელად კი ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მეთოდი საზოგადოების ამ კუთხით განათლება და მათთვის საჭირო რესურსებისა თუ წყაროების მიწოდებაა. შესაბამისად, თუკი იმ ინვესტორების რიცხვს მიეკუთვნები, რომლისთვისაც საინტერესოა რა არის ბლოკჩეინი, როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა და ამ მხრივ განათლება გსურს მიიღო, განაგრძე ჩვენი ბლოგის კითხვა. ამ სტატიაში მოგიყვებით რა ტიპის შესაძლებლობებსა და რესურსებს სთავაზობს საქართველო კრიპტოთი დაინტერესებულ ადამიანებს.
მანამ კი, სანამ თემის ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ, მიმოვიხილოთ, თუ ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს კრიპტო განათლების მიღებას.
კრიპტო განათლება - რისთვის გვჭირდება იგი?
კრიპტო განათლების მიღება უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ფინანსების ინდუსტრიის შესახებ ინფორმირებულობაა. კრიპტო ინდუსტრია მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემებს სთავაზობს, რომელიც ინდივიდებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთ ფინანსებზე სრული კონტროლი ჰქონდეთ. კრიპტოს შესახებ ძირითადი საკითხების გაგებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და მასთან დაკავშირებული მექანიზმების დახმარებით, ადამიანებს თავიანთი ფინანსური მომავლის შეცვლა შეუძლიათ. მაგალითისთვის, თუკი ინვესტორი ან ტრეიდერი ხართ და გსურთ, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ, აუცილებელია, კრიპტო ინდუსტრიის შესახებ თეორიული ნაწილი მაქსიმალურად კარგად იცოდეთ. ეს ყველაფერი სტრატეგიის უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ტრეიდინგში მნიშვნელოვანი წილი აქვს გამოცდილებასა და პრაქტიკიულ ცოდნას, არანაკლები მნიშვნელობისაა თეორიაც.
გარდა ზემოთ ხსენებული მიზეზისა კრიპტო განათლების მიღება თქვენი ფინანსების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო ციფრულია, ამ სივრცეში საკმაოდ ხშირია კიბერკრიმინალის დონე. შესაბამისად, თქვენ უნდა გაეცნოთ საფულის უსაფრთხოების ზომებს, უნიკალური კოდის შექმნის პროცესებს, ორფაქტორიან ავტორიზაციასა და სხვა ტიპის უსაფრთხოების საშუალებებს, იმისთვის, რომ თქვენი კრიპტო ვალუტა და აქტივები მაქსიმალურად დაცული იყოს. იმავე მიზნით, აუცილებელია, მუდმივად ადევნოთ თვალი კიბერსამყაროში გავრცელებულ დანაშაულებს. ამ გზით, თქვენ პოტენციურ საფრთხეებს მაქსიმალურად აირიდებთ.
კრიპტო ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება. თავის მხრივ, ბლოკჩეინი რევოლუციური კონცეფციაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს სხვადასხვა ინდუსტრიების ფინანსურ ნაწილში ბევრი სიახლე და ინოვაცია დანერგოს. კრიპტო განათლების მიღებით, ადამიანები მეტ ინფორმაციას იღებენ იმ პოტენციალზე, რომელსაც ბლოკჩეინი მათ სთავაზობს, ასევე, იმ უპირატესობებზე, რომლებიც დეცენტრალიზებულ ფინანსებთანაა დაკავშირებული.
კრიპტო სამყარო საკმაოდ დინამიკურია და მუდმივად ვითარდება. უახლესი ტენდენციების, რეგულაციებისა და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიიღება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ფეხი აუწყონ. კრიპტო განათლების მიღება ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ტიპის ცნებებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ, მაგალითისთვის: NFT, დეცენტრალიზებული ბირჟები, სმარტ კონტრაქტები და სხვ. გარდა ამისა, რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიღება უმნიშვნელოვანესია ტრეიდერებისთვის, რომლებიც კრიპტო ვაჭრობაში არიან ჩართული. რეგულაციების შესახებ ინფორმირებულობა აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ რაიმე ტიპის კანონდარღვევა.
ამგვარად, კრიპტო განათლების მიღება დღევანდელ ციფრულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესია. იგი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ფინანსური მომავალი სრულიად შეცვალონ, გაიგონ მეტი უსაფრთხოების ზომებზე, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შესაძლებლობების სპექტრი კიდევ უფრო მეტად გაიფართოონ.
კრიპტო განათლება საქართველოში
მას შემდგომ, რაც კრიპტო განათლების მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრეთ, მიმოვიხილეთ თუ დიჯიტალური ვალუტა და ბლოკჩეინ ტექნოლოგია რამდენად შეიძლება განსაზღვრავდეს თქვენი ფინანსების მომავალს, დროა გადავიდეთ სტატიის მთავარ საკითხზე - კრიპტო განათლების მისაღებად რა შესაძლებლობებსა და რესურსებს სთავაზობს საქართველო დაინტერესებულ პირებს.
ბლოკჩეინ და კრიპტო განათლების ინიციატივები
საქართველო, დღესდღეობით, ის ქვეყანაა, რომელიც კრიპტო განათლების მიღებასა და მასთან დაკავშირებულ ინიციატივებს უწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა რამდენიმე საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებსა და კრიპტო ენთუზიასტებს შესაძლებლობას აძლევს მეტი გაიგონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და ზოგადად, კრიპტო ინდუსტრიის შესახებ. იმგვარი დაწესებულებები, როგორებიცაა, უნივერსიტეტები და სპეციალიზებული სასწავლო ცენტრები, დღესდღეობით, ყველა დაინტერესებულ ადამიანს აძლევენ შესაძლებლობას, გაიარონ კურსები, დაესწრონ სემინარებს და ჩაერთონ სამაგისტრო პროგრამებში, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და კრიპტო ინდუსტრიაზეა ფოკუსირებული.
საქართველოში არსებულმა წამყვანმა უნივერსიტეტებმა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო და თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტებმა ბლოკჩეინთან დაკავშირებული კურსები შექმნეს. აღნიშნული კურსები სხვადასხვა ტიპის, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს. მაგალითად, ამ კურსის ფარგლებში კრიპტო ენთუზიასტებს შეუძლიათ გაიგონ მეტი ბლოკჩეინის საფუძვლებზე, სმარტ კონტრაქტებზე, დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე და საზოგადოდ, კრიპტო ეკონომიკაზე. ასევე, პროგრამები ფარავს იმგვარ საკითხებს, როგორებიცაა NFT, რა გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს კრიპტოს საქართველოში და მსოფლიო მასშტაბით და სხვ. სასწავლო პროგრამა შექმნილია იმ მიზნით, რომ სტუდენტებს ტექნოლოგიისა და მისი სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოყენების პოტენციალის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.
ამას გარდა, საქართველოში სპეციალიზებული სასწავლო ცენტრები და აკადემიები შეიქმნა. მაგალითად, Blockchain Academy Georgia. ეს ინსტიტუტები შესაძლებლობას გაძლევთ გაიაროთ პრაქტიკული ტრენინგები, მიიღოთ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა ბლოკჩეინის განვითარებისა და მისი გამოყენების შესახებ, ასევე, რა არის გამავალი ტექნოლოგიები და კრიპტო ბაზარი. პროგრამები სრულად ფარავს იმ თეორიას, რომელიც კრიპტოთი ვაჭრობასა და მასში ინვესტიციის ჩადებას ეხება.
მთავრობის მხარდაჭერა და თანამშრომლობა
საქართველოს მთავრობა ბლოკჩეინისა და კრიპტო განათლების პოპულარიზაციისადმი დიდი ინტერესით გამოირჩევა. იმ პოტენციური ეკონომიკური და ტექნოლოგიური უპირატესობების აღიარებით, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას ახლავს თან, მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც კრიპტოს მიმღებლობის ზრდასთან არის დაკავშირებული.
ზემოთ ხსენებული მიზნის მისაღწევად, მთავრობა აქტიურად ერთვება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობაში. მაგალითად, რეგულარულად ტარდება ჰაკათონები, კონფერენციები და ვორქშოფები, რაც ამ ივენთების მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ბლოკჩეინ ქსელის შესახებ უფრო მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.
ამას გარდა, საქართველოს მთავრობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იკვლევს იმ მიზნით, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია საჯარო სექტორში დანერგოს. მათ შორისაა: მიწის რეგისტრაცია, ჯანდაცვა და მიწოდების ჯაჭვის მართვა და მენეჯმენტი. ეს ყველაფერი კვალიფიციურ პერსონალზე ზრდის მოთხოვნას, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს და წარმოშობს კრიპტო განათლების მიღების საჭიროებას.
ონლაინ სასწავლო პლატფორმები და ქომუნითები
კრიპტო ენთუზიასტებს საქართველოში ტრადიციული საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, შესაძლებლობა აქვთ, კრიპტო განათლება ონლაინ სასწავლო პლატფორმებისა და ქომუნითის დახმარებით მიიღონ.
პლატფორმები, როგორებიცაა Udemy, Coursera და edX კრიპტოთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ბლოკჩეინთან დაკავშირებით სხვადასხვა ონლაინ კურსები გაიარონ. ეს კურსები კრიპტო ენთუზიასტებს მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებისგან ცოდნა და რჩევების მიღებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, ბლოკჩეინისა და კრიპტოს ონლაინ ქომუნითები და ფორუმები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ საქართველოში. ეს პლატფორმები, ქომუნითები, Telegram ჯგუფები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ თანამოაზრეები იპოვონ და მათ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ, ასევე, გაცვალონ იდეები და დაეხმარონ ერთმანეთის კრიპტო განათლების მიღებაში.
საქართველოს პროაქტიულმა მიდგომამ ბლოკჩეინთან და კრიპტო განათლებასთან მიმართებით შექმნა ეკოსისტემა, რომელიც როგორც ენთუზიასტებს, ისე პროფესიონალებს, შესაძლებლობას აძლევს თავიანთი ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ. არსებულმა ინიციატივებმა, მთავრობის მხარდაჭერამ და კერძო ბიზნესებთან თანამშრომლობამ საქართველოში ბევრი ახალი შესაძლებლობის გაჩენას შეუწყო ხელი.
უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებში კურსებისა და პროგრამების შეთავაზებით, საქართველო სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიისა და ზოგადად, ინდუსტრიის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღონ. ასევე, ეს კურსები უნარების გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს, რაც საზოგადო სურათზე კიდევ უფრო დადებითად აისახება.
გარდა ამისა, ონლაინ სასწავლო პლატფორმებისა და ქომუნითების არსებობა ინდივიდებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი კრიპტო განათლება და ცოდნა სხვა ადამიანებსაც გაუზიარონ და ცოდნა ამ მიმართულებით უფრო მეტად გაიუმჯობესონ. აღნიშნული რესურსები თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს მისთვის სასურველ საკითხზე, ბლოკჩეინთან და კრიპტოსთან დაკავშირებით, მიიღოს ინფორმაცია.
ამგვარად, დროის სვლასთან ერთად, კრიპტო ინდუსტრიასთან და ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან მიმართებით ინტერესი უფრო და უფრო მეტად იზრდება მთელს მსოფლიოში და გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ, უახლოს მომავალში, კრიპტო განათლების პოპულარიზაციისა და ციფრული აქტივების მიმღებლობის მხრივ, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყნად იქცევა.