დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ორი დღეა კოდუების ოჯახის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. ოჯახური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ძმები მეუღლეებთან ერთად არიან გადაღებული, მითქმა-მოთქმა არ წყდება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა დავით კოდუას ოჯახის წევრების კადრები, სადაც ჩანს, რომ ბიზნესმენი ყოფილ მეუღლესთან, ნათია გედევანიშვილთან ხელგადახვეული დგას.
ფოტოს გამოქვეყნებამ საზოგადოების ნაწილის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი წერს, რომ დავით კოდუა ყოფილ ცოლს შეურიგდა. ნაწილი ამტკიცებს, რომ არასდროს დაშორებულან.
ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე ერეკლე კოდუას მეუღლე - კატალინა.
ერეკლე კოდუამ, უკრაინელ ლამაზმანზე წლების წინ იქორწინა. ისინი საერთო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ.
ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინებაა. როგორც ჩანს, კოდუას მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მეუღლის ნათესავებთან.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ალექსანდრა პაიჭაძის პოსტი მას შემდეგ, რაც დავით კოდუას ოჯახური ფოტოები გავრცელდა
„...მას ყველა ხედავს“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ პოსტს აქვეყნებს