World Justice Project-ის კვლევით, კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას

საქართველოს დროშა

კანონის უზენაესობის 2024 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა.

შესაბამის ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია World Justice Project აქვეყნებს, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონში მდებარეობს.

ანგარიშში 142 ქვეყანა შეფასებულია რვა მაჩვენებლის მიხედვით, ესენია – სამთავრობო ძალაუფლებების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი.

რეიტინგში მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, გერმანია.

ამასთან, კანონის უზენაესობის ინდექსით უკრაინა 88-ე ადგილზეა, ხოლო მოლდოვა - 64-ზე.