ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1753213269
კანდელაკის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ.მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.
„საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა.
ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 500 800 ლარია, სიმონ კანდელაკის ქუჩაზე, N14-16-ში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ.მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა – დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე პარლამენტის წევრი, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თათია ჩახვაშვილი გაეცნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.