კახა კალაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო - ფოტოები

კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების, ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.

ამ ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ამავე დროს, მომავალ თაობებს გადავცემთ, თუ როგორ გააერთიანა ამ დღემ სრულიად საქართველო, ერთ მუშტად შეკრა საერთო მიზნისთვის, სანუკვარი იდეისთვის- ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ.