ჯო ბაიდენი მძიმედ არის ავად - 82 წლის ბაიდენს მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპი

ბაიდენი

ჯო ბაიდენი მძიმედ არის ავად. ექიმებმა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს. ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ბაიდენის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დიაგნოზი მედიკოსებმა პარასკევს 16 მაისს დასვეს და ბაიდენის დაავადება ძვლებში მეტასტაზებით ვლინდება. ამ ეტაპზე, ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ.

82 წლის ჯო ბაიდენს, საკუთარი და მეუღლის სახელით, მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპი. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ ბარაკ ობამა და კამალა ჰარისი.