ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს

თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით,  განაცხადების მიღება იწყება

რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც მოიცავს როგორც სწავლების, ასევე ცხოვრების ყველანაირ ხარჯს.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას, რაც გულისხმობს წარმატებული სტუდენტების შერჩევას. სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ 100-დან 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას. სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები. ქვეყანას ორი-სამი წლის შემდეგ ეყოლება ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, რომელთაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას. პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც მოიცავს როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯს. რეზიდენტურის პროგრამა იქნება 18-დან 24 თვემდე თითოეული სტუდენტისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ასევე ნახეთ:

„მათი ხმები ძალიან მოუხდა ამ სიმღერას“ - გიგი დედალამაზიშვილის და მაყვალა ჩიხლაძის შესრულებას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა

VIDEO: ნახეთ, რა სიურპრიზი მოუწყვეს სოფო ბედიას დაბადების დღეზე

„უფალო... მომეცი ძალა, სუსტი ვიყო, საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ... - გიორგი კეკელიძე

VIDEO: „მყავს ჩემი გულისსწორი და იმის ერთგული ვარ მუდამ“ - ვაჩე ღვინიაშვილი