ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეის გახსნას დაესწრო. ასამბლეა, რომლის თემაც არის "ერთიანი მსოფლიო - ჯანმრთელობისთვის", ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გახსნა.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, ასევე მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული საქმიანობა და წარმატება აღინიშნა.
ჟენევაში, ასამბლეის გახსნის ღონისძიებაზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, სერტიფიკატი გადასცა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად 2025 წლის დასაწყისში გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეაზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
მინისტრთან ერთად, ასამბლეაზე, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც იმყოფებოდა.