„ისე, როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა” - ლანჩხუთიდან სპეციალური მიმართვა ვრცელდება

ნინოშვილი

„ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გურიაში სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას დახმარება სჭირება.

„მეგობრებო, გურიაში ახლა, ისე როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა. არიან ოჯახები, რომლებიც ყველაფრის გარეშე დარჩნენ, სჭირდებათ საკვები, სანთლები, წყალი, დატენილი Power Bank-ები, ნებისმიერი პირველადი საჭიროების ნივთები.

ჩვენი გუნდი და მოხალისეები იზრუნებენ ყველაფრის მობილიზებაზე!

ძალიან გვიჭირს ახლა, უახლოესი რამდენიმე დღე და ღამე, სანამ გზები გასწორდება და აღდგება კომუნიკაცია.

აქ ვდებ ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშს და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #შემოწირულობა

GE61BG0000000498646060

ააიპ ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა.

მადლობა წინასწარ“, – აღნიშნულია განცხადებაში.