ინციდენტები Tbilisi Open Air-ზე - რამ გამოიწვია "სუხიშვილების" დირექტორის ნინო სუხიშვილის პროტესტი ფესტივალზე

open air

ჯგუფ "მწვანე ოთახის" მიერ შესრულებულმა სიმღერამ Tbilisi open air-ის მონაწილეების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. საუბარია სიმღერის ტექსტზე, რომელიც ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ნაწილობრივაა ატვირთული, სრული ვერსია კი მხოლოდ ინტერნეტში იძებნება.

სავარაუდოდ სიმღერის სწორედ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" დირექტორის პროტესტის მიზეზი. ნინო სუხიშვილმა საკუთარი პოზიცია სცენიდან გამოხატა.

ნინო სუხიშვილის ამ მიმართვას ფესტივალის სტუმრების ნაწილის საპროტესტო შეძახილები ჯერ ადგილზე მოყვა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გაგრძელდა. აქტიურობდნენ აქტივისტებიც, მათ შორის, ისინიც, ვინც არც კი იცოდა რა იყო რეალურად "სუხიშვილების" დირექტორის განცხადების მიზეზი.

ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" დირექტორი დღეს "კურიერის" ზარებს არ პასუხობს, თუმცა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში განმარტა და დაადასტურა, რომ ფესტივალზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბარს თავს არიდებენ მონაწილეები. ამტკიცებენ, რომ არც ნინო სუხიშვილის განცხადებას და არც მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შინაარსს იცნობენ.

მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარს გამოეხმაურა კულტურის მინისტრი.

სოციალურ ქსელში, ფესტივალზე კიდევ ერთი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. ქართველი რეპერების გამოსვლამდე, open air-ზე ჯერ დენი გაითიშა, შემდეგ კი კადრების მიხედვით, მათ სცენის დატოვებისკენ ორგანიზატორები მოუწოდებდნენ. პროტესტი რეპერებმა ადგილზე გამოხატეს.

მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარს, რეპერები უკვე დღეს სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმიდან გამოეხმაურნენ.

open air-ის სცენაზე პერფორმანსი მოაწყო ერეკლე გეწაძემ. მუსიკოსის გამოსვლა კი მალევე სოციალურ ქსელში განხილვის საგანიც გახდა.

მუსიკოსის ამ ქმედებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი პერფორმანსები საფრთხეს - ქვეყანას და ქართველ ხალხს უქმნის.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში.

აგრესიის და დაპირისპირების შემოტანის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი, open air-ზე მომხდარ ინციდენტებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ემიჯნებიან განსხვავებული აზრის დევნას, ისევე როგორც პროვოკაციებს, რომლის მიღმაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნები დგას.

სწორედ პაატა ბურჭულაძე იყო ერთ-ერთი, ვინც open air-ის ორგანიზატორებმა ფესტივალზე სპეციალურად მიიწვიეს. გამომსვლელთა სიაში წელს უცხოელი შემსრულებლები არ ყოფილან. ფესტივალზე, რომელიც 24 მაისს გაიხსნა, ორი დღის განმავლობაში მხოლოდ ქართველ მუსიკოსებს უსმენდნენ. 

rustavi2.ge