თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „ბილტმორის“ წარმომადგენელი ქეთი რეხვიაშვილი. კამპანიის მიზანია საქართველოში მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებების ჩატარება. ქეთი რეხვიაშვილის თქმით, უკვე ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებში ინდოეთიდან საქართველოში, წელს მასშტაბური ქორწილი ჩატარდება.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანია ინდოეთიდან ქორწილების მოზიდვასთან დაკავშირებით სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ინდური ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მზარდია საქორწილო ტურიზმში. ინდური ქორწილები გამოირჩევა მრავალდღიანი პროგრამით, სტუმრების დიდი რაოდენობითა და მაღალი ბიუჯეტით, რაც პირდაპირ აისახება როგორც სასტუმროებზე, ასევე ავიაციაზე, სერვისებსა და მთლიანად, ეკონომიკაზე“-აცხადებს სასტუმრო „ბილტმორის“ წარმომადგენელი ქეთი რეხვიაშვილი.
მისით თქმით, სწორი პოზიციონირებისა და კოორდინირებული მარკეტინგის შემთხვევაში ინდური ბაზარი საქართველოსთვის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.
„ინდოეთიდან ინტერესი უკვე არსებობს ქორწილების მიმართულებით. მეტსაც გეტყვით, რომ სასტუმრო „ბილტმორს“ უკვე აქვს გამოცდილება რამდენიმე ინდური ქორწილის გამასპინძლების, რაც გვაძლევს პრაქტიკულ ცოდნას ინდური ქორწილების სპეციფიკის შესახებ, რაც მოიცავს: მრავალდღიან პროგრამებს, განსხვავებულ ცერემონიებს, თემატურ საღამოებს, სპეციალურს მენიუებს და დიდი რაოდენობით სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ ინდური ქორწილი არ არის ერთდღიანი ღონისძიება, ეს 3-5 დღიანი მასშტაბური ღონისძიებების სერიაა, რაც მოიცავს ინდური კულტურისთვის დამახასიათებელ აქტივობებს“,-აღნიშნავს ქეთი რეხვიაშვილი, მისი შეფასებით, კერძო სექტორი ხედავს პოტენციალს და მზად არის უფრო მასშტაბური ღონისძიებებისთვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.
პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.
ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.