ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
„ჩვენი მთავარი მიზანი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იყო ის, რომ განათლება მიგვეცა ამ ბავშვებისთვის, განათლებასთან ერთად ის ყველაფერი გვესწავლებინა, რაც ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე გამოადგებათ,“– ამის შესახებ ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ ინტერვიუში ზარზმის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მამა ნაზარი საუბრობს.
ბერდიაკონი ნაზარი იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წლიდან, იმ პროექტის განხორციელებას შეძლებს, რომელიც სამცხის ნიჭიერი ბავშვებისთვის კომაროვის პროგრამით უფასოდ სწავლას გულისხმობს.
„ვცდილობდით ისეთი მიდგომა გვქონოდა, რომ ბავშვებისთვის სწავლა სახალისო ყოფილიყო.. ღვთის შეწევნით ბავშვებს უხაროდათ ჩვენთან ურთიერთობა. ამ ყველაფერს აადვილებდა ბავშვებიდან წამოსული სიხარული. ისინი ჩვენი ზრუნვის დაფასებას ცდილობდნენ კარგი სწავლით, ამას მოყვა შედეგი და რამდენიმე ბავშვმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩააბარა გამოცდები, ჩაირიცხნენ კომაროვის სკოლაში.
ვცდილობთ უფრო განვავრცოთ ეს ყველაფერი, რომ რაიონში მცხოვრებ მაღალი ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს მიეცეთ საშუალება თავის ნიჭის გამოვლენის.
გვსურს, რომ გავაკეთოთ სასწავლებელი, რომელიც იქნება უფასო და სადაც ბავშვები მოხვდებიან კონკურსის საშუალებით... აქ მოხვდებიან განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები. ბავშვების ტრანსპორტირებაც იქნება უფასო.
პროექტი შეთანხმებულია „კომაროვთან“ მათი მხარდაჭერით ხდება ეს ყველაფერი.
ჩვენგან წასულმა პირველმა თაობამ, „კომაროვში“ ჩააბარა 2008-2009 წლებში, ზოგიერთი დაბრუნდა ჩვენს რეგიონში და ცდილობენ აქ გაავრცელონ დაგროვილი ცოდნა.
გვაქვს ახალციხეში შაბათის სკოლა, ასევე ადიგენში, სადაც კომაროვის პროგრამით ასწავლიან ბავშვებს.
ჩემთვის როგორც ბერისთვის არ არის რთული სწავლება, რადგან მაქვს ლოცვა-კურთხევა და ჩემთვის ეს არის მორჩილება,“ – ამბობს, მამა ნაზარი.