14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე, N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.
ორივე მისამართზე წარმოებული სამუშაოებისთვის 222 000 ლარამდე დაიხარჯება.
სარაჯიშვილის N7 კორპუსთან მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.