“ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა…” - რა დეტალებია ცნობილი 8 წლის ბავშვზე, რომელიც აივნიდან გადმოვარდა
1747632055
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის (VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships) გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა „პროფესიული განათლების შესახებ’’ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიზანი პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობაა.
„პროფესიული განათლება წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. ამას ის თანმიმდევრული რეფორმებიც ადასტურებს, რომლებიც განათლების ამ საფეხურზე ხორციელდება. ეს მოიცავს, როგორც მარეგულირებელი და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, ასევე, მზარდ ფინანსურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას - როგორც გეოგრაფიული ქსელის გაფართოებით, ასევე ინკლუზიური მიდგომების დანერგვით“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, პროფესიული განათლება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და თითოეული მოქალაქის სოციალური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის.
„რეფორმების კვალდაკვალ, იზრდება პროფესიული განათლების მიმართ მოთხოვნა და მისი პოპულარობა. მხოლოდ ბოლო 4 წელში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. ამასთანავე, იზრდება კერძო სექტორის ჩართულობა და ინტერესი“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული ოთხდღიანია და საქართველოში მეორედ ტარდება. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით იმართება. კვირეულში 17 ქვეყნის 80-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ ევროპიდან და აზიიდან. პროგრამის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები და თემატური გამოფენები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.