კარგი სიახლე! - ვისაც ბანკში სესხი გაქვთ, ეს ინფორმაცია ნახეთ
1741632227
პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაღუპულ შვილს დაბადების დღეს ულოცავს....
„გილოცავ, შვილო, 15 წლის შესრულებას.... მამას უყვარხარ... ილოცე მანდედან ჩვენთვის....“ - დაწერა დაიაურმა.
შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე, თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.
ცნობისთვის, გასულ წელს, გელა დაიაურმა ოჯახი შექმნა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.