ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ ხშირი ინვაზიური პროცედურებისგან, მით უფრო, პრევენციის მიზნით:
„მეგობრებო,დღეს ძალიან ტრენდული გახდა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ბავშვებში, ისე, პრევენციულად, წელიწადში 4-5 ჯერ!!!!
ნუ სტრესავთ ბავშვებს!!! არ არის საჭირო ექიმის გადაწყვეტილების გარეშე ამ ინვაზიური კვლევების ჩატარება!!! შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ!!! საჭიროების მიხედვით მხოლოდ!!!
გაუფრთხილდით ბავშვის ნერვულ სისტემასაც და თქვენს ფინანსურ რესურსსაც!!! ტყვიას,ლითიუმს და სხვა მძიმე მეტალებსაც კი საზღვრავთ რამდენიმეჯერ წელიწადში…. მსოფლიო მოსახლეობის 10% იტანჯება იპოქონდრიით(დაავადებების შიშით) ესეც პანიკური აშლილობაა,რომელიც შეიძლება ჰიპერაპეკით და თქვენი ემოციური მდგომარეობით ბავშვებზეც გავრცელდეს!!! დიახ,ასეთი მშობლების შვილები(მოზარდები განსაკუთრებით) გიყურებენ თვალებში ვიზიტის დროს და ხშირად სვამენ კითხვას – მჭირს რამე??? აკონტროლეთ თქვენი ქცევა გთხოვთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764