1758658955
განათლების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება

განათლების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება. ალექსანდრე წულაძე, 150-ზე მეტი ქვეყნის განათლების მინისტრთან ერთად, ფორუმში მონაწილეობს.
მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ალექსანდრე წულაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, სიახლეები და გადადგმული ნაბიჯები გააცნო.