გამოვლენილია N1 ვარჯიში გულის ჯანმრთელობისა და არტერიული წნევის შესამცირებლად

გული

ვარჯიში შესანიშნავი გზაა თქვენი გულის გასაძლიერებლად. ძლიერი და ჯანსაღი გული ზრდის სისხლის მიწოდების ეფექტურობას მთელს სხეულში, რაც თავის მხრივ ამცირებს არტერიულ წნევას.

სულ ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვარჯიშის ერთი სპეციფიკური ტიპი, რომელსაც შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი სარგებელი  მოუტანოს გულის ჯანმრთელობას.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა სახის ვარჯიში დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე, მაგრამ იზომეტრიული ვარჯიშები საუკეთესო ეფექტს იძლევა.

იზომეტრიული ვარჯიშები არის სტატიკური ვარჯიშის სახეობა, რომელიც ხორციელდება კუნთების ჯგუფის განუწყვეტლივ შეკუმშვით მათი გახანგრძლივების ან გაფართოების გარეშე (მაგ., კედელზე ჯდომა, „სკამი“).

„იზომეტრულ ვარჯიშებს შეუძლიათ გააძლიერონ როგორც გულის, ასევე ჩონჩხის კუნთები“, - თქვა ტრენერმა და დიეტოლოგმა ნიკოლ როდრიგესმა.

კიდევ ერთმა დიეტოლოგმა განმარტა, რომ პარალელურად, არ თქვათ უარი სხვა ვარჯიშებზე.