1754759209
„გამოვა მზე, იქნება ძალიან ცხელი ამინდები...“ - როდის გამოიდარებს საქართველოში

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:
„გასული დღეები საქართველოში არასტაბილური და გრილი ამინდით გამოირჩეოდა, ტემპერატურამ +30, +35 გრადუსიდან მნიშვნელოვნად დაიკლო და შუადღისთვის +25 გრადუსს არ აღწევდა, კონვექციური ღრუბლიანობა დომინირებდა და მზიან ფანჯრებს კოკისპირული წვიმა ენაცვლებოდა.
საქართველოში ოთხშაბათს – დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე.გისურვებთ მხნეობას და სილაღეს“,- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.