თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
სსიპ “ბათუმის ბულვარი” განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, მოუწოდებს, რომ შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.
„ძვირფასო მოქალაქეებო, ბათუმში განვითარებული ძლიერი წვიმისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბულვარის სანაპირო ზოლში გადაადგილებისაგან.
ზღვაზე განვითარდა 8-ბალიანი შტორმი, რის გამოც გადაადგილება საფრთხის შემცველია. ახალ ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს და ქ.ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.