„ეს მე არსად მილაპარაკია... ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, არავის შვილი არ უნდა კვდებოდეს“

ნიკოლოზ ქართველი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ ნიკოლოზ ქართველმა, იმ სასწაულის შესახებ ისაუბრა, რომელიც მის შვილს გადახდა.

როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, ნიკოს შვილი უმძიმეს მდგომარეობაში კომაში იყო. უძლურებაში მყოფი შვილი მამამ გადაწყვიტა მამა გაბრიელის საფლავზე წასულიყო მოსალოცად.

"ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, არავის შვილი არ უნდა კვდებოდეს. პირველად ცხოვრებაში ვიფიქრე, მიდი რა ნიკო, მოიხოდე და წავიდეთ. ჩემმა ძმაკაცმა, პაატა იაშაღაშვილმა მითხრა წამო რა მამა გაბრიელის საფლავზე. ეს მე არსად არ მილაპარაკია,  მე ჩემს თავთან მქონდა ომი, იქაც საფლავზე, მის ძვლებს და სულს ვენაცვალე. 2 საათზე მეტი ვსაუბრობდი. ძალიან ვთხოვე უფალს.

ყველა მყავდა იქ, უფალი თავისი უმაგრესი ანგელოზებით, ილია მეორეც ჩემთან იყო. ძალიან ვთხოვე რა, კომაშია ამ დროს ჩემი შვილი. როდესაც მე გამოვედი მცხეთიდან 10 წუთში მირეკავს ექიმი, სად ხარო? მეგონა, რომ ძალიან ცუდ რამეზე მირეკავდა. მოდი ბიჭო შენი შვილი კომიდან გამოვიდაო. მიდი და არ გჯეროდეს იმის, რასაც ვერ ხედავ მაგრამ გრძნობ“, - ამბობს ნიკოლოზ ქართველი.