„ეს ისტორია არავინ იცის... ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა...“ - რას იხსენებს ზალიკო ბერგერი

ზალიკო ბერგერი

დიზაინერი ზალიკო ბერგერი გადაცემაში „პრაიმ შოუ“ იმყოფებოდა, სადაც მძიმე ისტორია გაიხსენა.

დიზაინერმა აღნიშნა, რომ 15 წლის ასაკში მას მოკვლით ემუქრებოდნენ:„ძალიან მძიმე ისტორია გადამხდა. როდესაც პატარა ვიყავი, ომი რომ დაიწყო და ყველაფერი აირია, ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა. ამ ადამიანს რამდენიმე ადამიანი უკვე ჰყავდა მოკლული. ვიყავი 15 წლის. გამორჩეული ვიყავი. ეს ისტორია არავინ იცის. ამ განსხვავებულობამ გამოიწვია, რომ ყველა მეგობარს შეეშინდა და დამკარგეს. ჩემთან ერთად რომ ყოფილიყვნენ მათაც რამე არ შემთხვეოდათ, ძალიან განვიცდიდი“, - ამბობს ზალიკო ბერგერი.