დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე თავის საცხოვრებელ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, შეკრებილები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ და მართულები იყვნენ.
ნატა ფერაძის შეფასებითვე, პოლიციამ მისი უსაფრთხოება უზრუნველყო და აქციის მონაწილეებს სახლში შეღწევის შესაძლებლობა არ მისცა.
"ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ესაა ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი.
ამჯერად პატრულმა ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე, იყო ძალიან დიდი მობილიზაცია," - განაცხადა ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები დღეს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. მიზეზი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა გახდა. ვიდეო, გუშინ ნატა ფერაძემ გაავრცელა, კადრებში ჩანდა, რომ ხატს საღებავი ჰქონდა შესხმული.
ასევე ნახეთ:
VIDEO: რა ვითარებაა ახლა ნატა ფერაძის სახლთან, სადაც „ალტ ინფოს“ წევრები მივიდნენ