ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ - გამოცდებს წელს 36 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

ეროვნულები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ.

წელს საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს.

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა უმაღლესი განათლების მისაღებად.

დაწესებულებებში უზრუნველყოფილია როგორც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, ასევე ტექნიკური საშუალებები; ეფექტურად ფუნქციონირებს "ციფრული უნივერსიტეტიც", რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სწავლების პროცესში.